კონფლიქტის მოგვარების საკვანძო პირობა“ – ცნობილია, რას ითხოვს რუსეთი უკრაინისგან
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შინაარსთან დაკავშირებით კრემლი განცხადებას აქვეყნებს.
განცხადების თანახმად, აშშ-ის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივის ფარგლებში არსებობს, „უკრაინაში იძულებითი მობილიზაციისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღების შეჩერების აუცილებლობა”.
„კონფლიქტის ესკალაციის არდაშვებისა და პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით მისი მოგვარების მიმართულებით სამუშაოდ საკვანძო პირობა უნდა გახდეს კიევისთვის უცხოური სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრული შეჩერება”, – აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
,,პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპს დაემატა ორი ახალი მარშრუტი” - სიახლე მართვის მოწმობის აღების წესში
რას წერს გიგა ცხელიშვილი გარდაცვლილი მეუღლის დედაზე? -ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლე ემოციურ პოსტს ავრცელებს