„აუზზე ყოფილა და იქ გამხდარა ცუდად, სასწრაფომ გადაიყვანა, მაგრამ…” – გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე, ვინ არის ბავშვი და რა შეემთხვა მას? » ახალი ამბები - AMBEBI.ONLINE

„აუზზე ყოფილა და იქ გამხდარა ცუდად, სასწრაფომ გადაიყვანა, მაგრამ…” – გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე, ვინ არის ბავშვი და რა შეემთხვა მას?

„აუზზე ყოფილა და იქ გამხდარა ცუდად, სასწრაფომ გადაიყვანა, მაგრამ…” – გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე, ვინ არის ბავშვი და რა შეემთხვა მას?
შემთხვევა
15:22, 21 მარტი 2025
2 411
0

გარდაიცვალა თბილისის N147 სკოლის III კლასის მოსწავლე ნიცა ჟორჟოლიანი. სამწუხარო ინფორმაცია სკოლის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა.

“სსიპ ქალაქ თბილისის N147 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი სკოლის III კლასის მოსწავლე -ნიცა ჟორჟოლიანი.

ნიცა იყო სიცოცხლით სავსე, მეგობრული, თბილი და შემოქმედებითი მოსწავლე. სიტყვები უძლურია მწუხარების გამოსახატად. თანავუგრძნობთ ოჯახს, ახლობლებს…” – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

როგორც გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, ბავშვი მოულოდნელად ცუდად გახდა და დაიღუპა.

“ნიცა, უსაყვარლესი! შოკში ვართ! სიტყვები უძლურია! ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა, მის უმანკო სულს! ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, სკოლას! გამძლეობა მშობლებს!

ჩვენი ციმციმა გოგო ვერცერთი სიტყვა ვერ გამოხატავს იმ ტკივილს, რაც დაგვიტოვა ყველას, ვინც ნიცას იცნობდა. გამძლეობა ოჯახს…

არ ვიცი, რა ვთქვა ასე როგორ გაგწირა ღმერთმა ეკა… ამხელა ტკივილისთვის როგორ… ღმერთმა ძალა მოგცეს და გაგაძლიეროს უფალმა…

ბიძაშვილმა როგორც მითხრა, აუზზე ყოფილა და იქ გამხდარა ცუდად. სასწაფომ გადაიყვანა. ყველაფერს აკეთებდნენ, მაგრამ მაინც ვერ გადაარჩინესო…

რამხელა ტრაგედიაა, გააზრებაც კი არ შემიძლია…

უძლურია ყველა სიტყვა ამ ტრაგედიისთვის. ნათელში იყოს ანგელოზის სული. ვუთანაგრძნობ ყველას” – წერენ სოციალურ ქსელში.

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
ახლახანს მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. სად მოხდა შემთხვევა ახლახანს მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. სად მოხდა შემთხვევა
თბილისში, გორგასლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, – ინფორმაციას “ჩემი ქალაქი მკლავს ავრცელებს”. რსებული ცნობებით,...
03.07.25
1 590
0
ცნობილია ისანში მოკლული მამაკაცის ვინაობა - "მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი დარ­ჩა, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი გა­ი­მე­ტა იმ უნა­მუ­სომ მანქანის გაჩერების გამო" ცნობილია ისანში მოკლული მამაკაცის ვინაობა - "მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი დარ­ჩა, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი გა­ი­მე­ტა იმ უნა­მუ­სომ მანქანის გაჩერების გამო"
ცნობილია ისანში მოკლული მამაკაცის ვინაობა - "მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი დარ­ჩა, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი გა­ი­მე­ტა...
03.07.25
1 037
0