„ცოლ-შვილი დარჩა... უთბილესი ადამიანი იყო, არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია...“ - გორში, მოკლულ ბიჭს გლოვობენ

„ცოლ-შვილი დარჩა... უთბილესი ადამიანი იყო, არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია...“ - გორში, მოკლულ ბიჭს გლოვობენ
შემთხვევა
15:07, 28 აპრილი 2025
1 298
0

გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ მკვლელობა მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი და დაჭრილია მისი მამა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სროლა მაღაზიაში შელაპარაკებას მოჰყვა. მათივე ცნობით, რამდენიმე გასროლა მოხდა იმ დროს, როდესაც სავაჭრო ცენტრში მომხმარებლებიც იმყოფებოდნენ. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. მოკლული გიორგი ცაციაშვილია. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

„პრაიმტაიმს“ გიორგის კლასელი ესაუბრა. 

„ცოლ-შვილი დარჩა, ყველა შოკში ვართ. უკარგესი ადამიანი იყო, ძალიან ხუმარა. არავისთან არასდროს ჰქონია კონფლიქტი“. 

ცნობისთვის, შემთხვევა დღეს, 28 აპრილს, წმინდაწყლის უბანში მოხდა. როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
ახლახანს გახდა ცნობილი, ყველა დამწუხრებულია ამას ვერავინ წარმოიდგენდა – ცნობილი პოლიტიკოსი გარდაიცვალა 🙁 ახლახანს გახდა ცნობილი, ყველა დამწუხრებულია ამას ვერავინ წარმოიდგენდა – ცნობილი პოლიტიკოსი გარდაიცვალა 🙁
ახლახანს გახდა ცნობილი, ყველა დამწუხრებულია ამას ვერავინ წარმოიდგენდა – ცნობილი პოლიტიკოსი გარდაიცვალა 🙁 ვრცლად ნახეთ...
26.12.25
11 959
0
სასიხარულო ინფორმაცია მოსახლეობას – რა გადაწყვეტილება მიიღო ახალი წლისთვის მთავრობამ, ძლიან მაგარი მაბავია, ამას არავინ ელოდა სასიხარულო ინფორმაცია მოსახლეობას – რა გადაწყვეტილება მიიღო ახალი წლისთვის მთავრობამ, ძლიან მაგარი მაბავია, ამას არავინ ელოდა
მთავრობის გადაწყვეტილებით, 5 და 6 იანვარი უქმედ გამოცხადდა. დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის...
25.12.25
7 784
0

россериал