იტალიაში ქართველები ერთმანეთს დაერივნენ - ჩხუბი იარაღის სროლაში გადაიზარდა, რომელიც დაჭრით დასრულდა

იტალიაში ქართველები ერთმანეთს დაერივნენ - ჩხუბი იარაღის სროლაში გადაიზარდა, რომელიც დაჭრით დასრულდა
შემთხვევა
20:51, 29 აპრილი 2025
391
0

იტალიის ქალაქ ბოლცანოში საქართველოს მოქალაქეებს შორის ჩხუბი იარაღის სროლაში გადაიზარდა.  ხმაურისა და სროლის შემდეგ ადგილზე გამოძახებულ პოლიციას ჩხუბის მონაწილეები გაქცეულები დახვდნენ, თუმცა ინციდენტის ადგილთან ახლოს გაჩერებული ავტომობილის ქვეშ რევოლვერი იპოვეს. შემთხვევა 25 აპრილს მოხდა. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

მალევე, ბოლცანოს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში საქართველოს ორი მოქალაქე გამოცხადდა. ერთ-ერთ მათგანს ხელისა და ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა, თუმცა მისი ჭრილობები სიცოცხლისთვის საშიში არ აღმოჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ჩხუბი თანამემამულეებს შორის დაიწყო და ჩხუბის დროს ერთ-ერთმა დამსწრემ იარაღი ამოიღო. მისი განიარაღების მცდელობისას, შემთხვევით იარაღმა გაისროლა და ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე დაიჭრა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება მომხდარის დეტალებისა და სროლაში პასუხისმგებელი პირების დასადგენად.


Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
2026 წლიდან ხელფასები და პენსია იზრდება: ვინ რამდენს მიიღებს? – საქართველოს პარლამენტმა 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა 2026 წლიდან ხელფასები და პენსია იზრდება: ვინ რამდენს მიიღებს? – საქართველოს პარლამენტმა 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
2026 წლიდან ხელფასები და პენსია იზრდება: ვინ რამდენს მიიღებს? – საქართველოს პარლამენტმა 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა...
12.12.25
691
0
თბილისში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს თბილისში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს...
12.12.25
18
0

россериал