კლინიკებიდან მოხდა პაციენტების ევაკუაცია

კლინიკებიდან მოხდა პაციენტების ევაკუაცია
შემთხვევა
12:19, 30 აპრილი 2025
5 830
0

ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კლინიკებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა – განცხადება ამის შესახებ სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსმა გააკეთა.

როგორც ლევან მუსელიანმა ადგილზე მყოფ მედიას განუცხადა, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, 112-დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ხანძარი გავრცელებული იყო ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ფართზე.

მისივე თქმით, ხანძრის ქრობაში, დაახლოებით, ჩართული არის 30 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა, ასევე პირადი შემადგენლობა.

მეხანძრე მაშველების დროული-რეაგირებით მოხდა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.

რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კლინიკებს, აღნიშნული კლინიკებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა პაციენტების ევაკუაცია. დაშავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ გვაქვს. 15 000 კვადრატზე არის დაახლოებით დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების ქრობის სამუშაოები“, – განაცხადა ლევან მუსელიანმა

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
ბზიკები ევროვიზიაზე ბრუნდება — რას უნდა ველოდოთ? ბზიკები ევროვიზიაზე ბრუნდება — რას უნდა ველოდოთ?
ბზიკები ევროვიზიაზე ბრუნდება — რას უნდა ველოდოთ?...
29.01.26
5
0
როგორია ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმე? — ლუის ენრიკემ პირველი კომენტარი გააკეთა როგორია ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმე? — ლუის ენრიკემ პირველი კომენტარი გააკეთა
როგორია ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმე? — ლუის ენრიკემ პირველი კომენტარი გააკეთა...
29.01.26
9
0

россериал