😭😭😭 ვრცელდება შემთხვევით გადაღებული უმძიმესი კადრები – სკოლასთან მკვლელობა მოხდა‼️

😭😭😭 ვრცელდება შემთხვევით გადაღებული უმძიმესი კადრები – სკოლასთან მკვლელობა მოხდა‼️
შემთხვევა
20:36, 18 მარტი 2025
1 755
0

უახ­ლე­სი მო­ნა­ცე­მე­ბით, შვე­დე­თის ცენ­ტრა­ლურ ქა­ლაქ ორებ­როს (სტოკ­ჰოლ­მი­დან და­სავ­ლე­თით 200 კმ) ბავ­შვთა სკო­ლის გვერ­დით, ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრში სრო­ლის შე­დე­გად, სულ ცოტა, 10 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის რო­ბერ­ტო ეიდ ფო­რეს­ტის თქმით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ამ მო­მენ­ტის­თვის “არ შე­უძ­ლი­ათ უფრო კონ­კრე­ტუ­ლად” და­ა­სა­ხე­ლონ გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რად­გან მათი რი­ცხვი ჯერ კი­დევ დგინ­დე­ბა. პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლია და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნიც.

მსრო­ლე­ლის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ის არის ცნო­ბი­ლი, რომ მას მა­ნამ­დე პო­ლი­ცი­ას­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია, არ ყო­ფი­ლა რო­მე­ლი­მე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ბან­დის წევ­რი და არ აქვს კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი. მა­თი­ვე თქმით, ამ მო­მენ­ტის­თვის თავ­დას­ხმის უკან ტე­რო­რის­ტუ­ლი მო­ტი­ვი არ ჩანს.

“ჩვენ გვჯე­რა, რომ დამ­ნა­შა­ვე მარ­ტო­ხე­ლა მგე­ლი იყო”, – გა­ნა­ცხა­და ფო­რეს­ტმა და დას­ძი­ნა, რომ ამ “უკი­დუ­რე­სი ტრა­გი­კუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის” გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია.

შვე­დე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მომ­ხდარს “შვე­დე­თის­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი დღე” უწო­და. 

“ჩემი ფიქ­რე­ბი იმ ადა­მი­ა­ნებ­თა­ნაა, ვის­თვი­საც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სას­წავ­ლო დღე კოშ­მა­რად გა­და­იქ­ცა…“- გა­ნა­ცხა­და სა­გან­გე­ბო პრეს-კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ულფ კრის­ტერ­სონ­მა.

  • შვე­დე­თის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის, გუ­ნარ სტრო­მე­რის გან­ცხა­დე­ბით, და­ღუ­პულ­თა შო­რის იყო თა­ვად თავ­დამ­სხმე­ლი.

 

“ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლი ახლა მთა­ვარ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლად მი­იჩ­ნე­ვა. დამ­ნა­შა­ვე მა­ნამ­დე უც­ნო­ბი იყო პო­ლი­ცი­ის­თვის და დღემ­დე არ ვი­ცით, რა­ტომ მოხ­და ეს“, – გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბა და­არ­წმუ­ნა, რომ შემ­დგო­მი თავ­დას­ხმე­ბის მო­ლო­დი­ნის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს და სწავ­ლის პრო­ცე­სის გა­ნახ­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

  • “სამი გას­რო­ლის ხმა გა­ვი­გეთ”- რას ჰყვე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი?

რო­გორც Associated Press-ი შვე­დურ გა­ზეთ Expressen-ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი იხ­სე­ნებს, რომ დე­რეფ­ნებ­ში სა­ში­ნე­ლი ხმე­ბი ის­მო­და.

”ჩვენ გა­ვი­გეთ სამი გას­რო­ლის ხმა და ხმა­მა­ღა­ლი ყვი­რი­ლი”, – თქვა 28 წლის ან­დრე­ას სან­დლინ­გმა, რო­მე­ლიც საკ­ლა­სო ოთახ­ში იმა­ლე­ბო­და.

სას­წავ­ლო ცენ­ტრის მას­წავ­ლებ­ლის თქმით, თავ­დას­ხმის დროს კამ­პუს­ში უჩ­ვე­უ­ლოდ ცოტა მოს­წავ­ლე იმ­ყო­ფე­ბო­და. ბევ­რმა მათ­გან­მა კამ­პუ­სი სამ­შა­ბათს, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ და­ტო­ვა.

 

  • “მან სის­ხლი და­ი­ნა­ხა” – მამა, თავ­დას­ხმის დროს, შვილ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს 
გო­გო­ნას მამა, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში მყოფ შვილს ტე­ლე­ფო­ნით ამ­შვი­დებ­და

იო­ჰა­ნეს სი­ო­ბერ­გი იხ­სე­ნებს ქა­ლიშ­ვილ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დე­ტა­ლებს. თავ­დას­ხმის დროს მისი შვი­ლი სკო­ლა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს.

იო­ჰა­ნეს სი­ო­ბერ­გის თქმით, მისი შვი­ლი ბავ­შვე­ბის პირ­ველ ჯგუფ­თან ერ­თად უსაფრ­თხო ად­გილ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს და მას­თან მუდ­მივ სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­ტაქ­ტში იმ­ყო­ფე­ბო­და.

”ჩვენ ორ­სა­ათ­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მუდ­მი­ვად ვწერ­დით ერ­თმა­ნეთს მე­სი­ჯებს. ის ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ თავს მშვი­დად და უსაფრ­თხოდ გრძნობ­და და მთე­ლი დრო ლო­ცუ­ლობ­და. სის­ხლი და­ი­ნა­ხა, თუმ­ცა მას­წავ­ლებ­ლე­ბი და­ეხ­მარ­ნენ და ოთახ­ში შე­იყ­ვა­ნეს”, – აცხა­დებს იო­ჰა­ნეს სი­ო­ბერ­გი.

  • მა­ნამ­დე, თავ­დას­ხმის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი ერთ-ერ­თმა შე­ში­ნე­ბულ­მა სტუ­დენ­ტმა Snapchat-ზე გა­ავ­რცე­ლა ვი­დე­ო­ში ჩანს, რო­გორ გარ­ბის შე­ში­ნე­ბუ­ლი ხალ­ხი თავ­დას­ხმის ად­გი­ლი­დან.

“ის­ვრი­ან, ღმერ­თო ჩემო!” – ის­მის ერთ-ერთი სტუ­დენ­ტის გან­წი­რუ­ლი ხმა.

სრო­ლა შვე­დე­თის ქა­ლაქ ორებ­რო­ში მდე­ბა­რე ზრდას­რულ­თა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრში გუ­შინ, 4 თე­ბერ­ვალს მოხ­და. ცენ­ტრი სხვა სკო­ლებ­თან ერ­თად ერთ კამ­პუს­ში მდე­ბა­რე­ობს.

გა­ნახ­ლე­ბა 12:13

BBC -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 11-მდე გა­ი­ზარ­და.

ambebi

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
რა ვიდეო ვრცელდება 27 წლის ბარბარე ბეჭვაიას გასვენებიდან რა ვიდეო ვრცელდება 27 წლის ბარბარე ბეჭვაიას გასვენებიდან
ეს დღეებია განადგურებული ვარ..ამ პატარა გოგოს რამდენი ადამიანის სიყვარული მიყვება თან,როდის მოასწარი ამხელა სიკეთის...
18.07.25
1 527
0
მწვერვალის გზაზე შოთა პაპიაშვილთან ერთად — მთა, რომელიც სულიერ თავგადასავალად იქცა მწვერვალის გზაზე შოთა პაპიაშვილთან ერთად — მთა, რომელიც სულიერ თავგადასავალად იქცა
შოთა პაპიაშვილი და ქართული ალპინიზმი — სიმაღლისკენ სვლა, რომელიც სულიდან იწყება ალპინიზმი საქართველოში უძველესი...
10.07.25
66
0